გიორგი გოჩოლეიშვილი - „კოპენჰაგენზე“ დავით ხოჭოლავასგან მხოლოდ კარგი რამ მსმენია #1TVSPORT
დანიის „კოპენჰაგენში“ დონეცკის „შახტარიდან“ გადასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების მცველმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა კომენტარი გააკეთა.
„მოხარული ვარ, რომ ეს შესაძლებლობა გაჩნდა. „კოპენჰაგენი“ დიდი კლუბია, რომელიც ევროტურნირებზე კარგად გამოდის. ხოჭოლავასგან კლუბის, გულშემატკივრებისა და ქალაქის შესახებ, კარგის გარდა, არაფერი მსმენია. იმავეს ვიტყვი მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის შესახებ. მოუთმენლად ველი, რომ მოედანზე გავიდე და თანაგუნდელები უკეთ გავიცნო“, – ამბობს გოჩოლეიშვილი.
„კოპენჰაგენის“ მწვრთნელი იაკობ ნეესტრუპი დარწმუნებულია, რომ გუნდმა დაიმატა გამოცდილი მოთამაშე, რომელიც ელიას იელერტის წასვლის შემდეგ დაეხმარება.
„გიორგის გუნდში მოუთმენლად ველით. ის მარჯვენა მცველის პოზიციაზე კონკურენციას გააძლიერებს. გოჩოლეიშვილი დაცვაში საიმედოა, აქვს მაღალი სისწრაფე და ინტენსივობით თამაში შეუძლია“, – ამბობს ნეესტრუპი.
გიორგი გოჩოლეიშვილი „კოპენჰაგენში“ 22-ნომრიან მაისურს მოირგებს.