გიორგი გოჩოლეიშვილი „ბარსელონასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ ქართველ მცველს, გიორგი გოჩოლეიშვილს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ბარსელონასთან“ მატჩის შემდეგ საფეხბურთო-ანალიტიკურმა ვებგვერდებმა მაღალი შეფასებები დაუწერეს, ერთ-ერთმა მათგანმა კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელა.
დონეცკის „შახტარის“ ქართველი მცველის თამაში ანალიტიკურმა ვებგვერდმა, Whoscored-მა 7,4 ქულით შეაფასა. უფრო მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ იაროსლავ რაკიცკისა და გოლის ავტორს, დანილო სიკანს ჰქონდათ (7,5). ყველაზე დაბალი ქულა გოჩოლეიშვილმა Sofascore-ისგან მიიღო – 7.0.
„შახტარის“ ქართველ მცველს საუკეთესო შეფასება საფეხბურთო ვებგვერდმა, Flashscore-მა დაუწერა – 7,9 ქულა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა და გოჩოლეიშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.
შეგახსენებთ, რომ „შახტარმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ბარსელონას“ ჰამბურგის „ვოლკსპარკშტადიონზე“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი დანილო სიკანმა გოჩოლეიშვილის პასით გაიტანა. მეორე ტაიმში პირველი სახიფათო მომენტიც „ჯვაროსნების“ მცველმა შექმნა, მაგრამ კატალონიელები მეკარემ გადაარჩინა.