გიორგი გაგუამ ესპანეთში მორიგი გოლი გაიტანა. 20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა თავი „სეგუნდა ბ-ს“ ჩემპიონატში გამოიჩინა.
ქართველი თავდამსხმელის გუნდი, „ალავესი II“ „იზარას“ ესტუმრა. მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, სტუმრებიდან კი თავი გაგუამ გამოიჩინა. 65-ე წუთზე როდესაც ანგარიში „იზარას“ სასარგებლოდ 2:0 იყო, გიორგი გაგუამ მოედნის ცენტრში ბურთი მიიღო, კარისკენ დიდი სისწრაფით დაიძრა და კარიდან გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო.
19 წლის თავდამსხმელი „იბერია 2010-ში“ გუბაზ დოლიძესთან თამაშობდა. იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი, ბოლოს ახალგაზრდული ნაკრების სიაშიც დაასახელეს. ესპანეთში 2017 წელს გადავიდა და გუნდში დარჩენა სინჯების მერე შესთავაზეს. თუმცა პანდემიის დროს საქართველოში დაბრუნებული ესპანეთში მხოლოდ 2020 წლის ზაფხულში წავიდა.
გიორგი გაგუამ მიმდინარე სეზონში „ალავესი II-ში“ 21 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.