გიორგი გაბედავა - „არარატ-არმენიასთან“ მარცხის შემდეგ, „დილასთან“ გამარჯვება ჰაერივით გვჭირდებოდა
გიორგი გაბედავა - „არარატ-არმენიასთან“ მარცხის შემდეგ, „დილასთან“ გამარჯვება ჰაერივით გვჭირდებოდა

ევროპის ლიგიდან გავარდნის შემდეგ, „საბურთალომ“ პირველი მატჩი ჩაატარა და დამაჯერებლად მოიგო – კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურში გორის „დილა“ 3:0 დაამარცხა.

გუნდის თავდამსხმელმა, გიორგი გაბედავამ „საბურთალოს“ ფორმით პირველი გოლი სწორედ გორის „დილას“ გაუტანა.

„რაც შეეხება ჩემს მიერ გატანილ ბურთს „საბურთალოში“, სადებიუტო გოლი იყო. მიხარია, რომ მოგებაში ჩემი პატარა წვლილი შევიტანე. საერთო ჯამში, სანახაობრივი და სწრაფი ფეხბურთი ვითამაშეთ. ვფიქრობ, დამსახურებული სამი ქულა მოვიპოვეთ. „არარატ-არმენიასთან“ მარცხის შემდეგ, დღევანდელი მოგება ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს გამარჯვება ჰაერივით გვჭირდებოდა”,- განაცხადა გაბედავამ.

დატოვე კომენტარი