გიორგი დევდარიანი - ქუთაისში ძალიან ბევრი პატარა, ნიჭიერი ფეხბურთელია
გიორგი დევდარიანი - ქუთაისში ძალიან ბევრი პატარა, ნიჭიერი ფეხბურთელია

გიორგი დევდარიანმა ქუთაისის „ტორპედოს“ საფეხბურთო აკადემიის განვითარებაზე ილაპარაკა. გუნდის აკადემიის დირექტორი ინფრასტრუქტურისა და ზოგადად, მდგომარეობის გაუმჯობესებით დაიმედებულია.

„ბაზა გარემონტდა და “ტორპედოს“ აკადემიაც აქ იქნება, სადაც 20 ბავშვი იცხოვრებს. თქვენც იცით, რომ ბოლო წლებში თბილისში 16-17-წლიანების გადინება ხდებოდა, მაგრამ არიან მაინც ამ ასაკში დარჩენილი ნიჭიერი ბავშვები და მათ ძიებაში ვართ. პატარა ასაკებში კი ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია და ისინი სწორ აღზრდას საჭიროებენ. „ტორპედოს“ მთელი სამწვრთნელო შტაბი მოტივირებულია, რომ მიიღოს ევროპული განათლება და გადმოიტანოს. კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პატარებთან კვალიფიციურმა მწვრთნელებმა იმუშაონ. ჩემთან ერთად აქ გიორგი ტუღუში და ოთარ საბანაძე მუშაობენ. ტუღუშის გონებრივი პოტენციალი ძალიან ბევრ სპეციალისტს აღუნიშნავს, ოთარ საბანაძეზე კი თამამად ვიტყვი, რომ დღეს საქართველოში საფეხბურთო ფიტნესის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია“ – ამბობს გუნდის ვებ-გვერდთან დევდარიანი.