გიორგი დემეტრაძე - ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზეც კარგ შედეგს აჩვენებს #1TVSPORT
გიორგი დემეტრაძე - ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზეც კარგ შედეგს აჩვენებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი დემეტრაძემ ეროვნული გუნდის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„პირველად ისტორიაში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. მთელი ქვეყანა გუნდს ემოციურად გულშემატკივრობდა – ბავშვებიც და მოზრდილებიც. ასეთი რამ არასდროს მინახავს, საქართველო დილამდე ზეიმობდა ამ წარმატებას. ბოლოს ასეთი რამ 1981 წელს მოხდა, როცა თბილისის „დინამომ“ თასების მფლობელთა თასი მოიგო.

ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეც კარგ შედეგს აჩვენებს. ახლა ქვეყანაში დღესასწაულია და, ჩემი აზრით, ასეთი განწყობა დიდხანს გაგრძელდება“, – განაცხადა დემეტრაძემ გამოცემა „ჩემპიონატთან“.

26 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალურ მატჩში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა – (0:0, პენ. 4:2) და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა. ამ ტურნირის F ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან.