გიორგი ჩიტაურმა 17-წლამდელები შეკრიბა – ეროვნული გუნდი ბანიკოვის ტურნირზე მიემგზავრება #1TVSPORT

11:24, 21.08.2021

გიორგი ჩიტაურმა საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ეროვნული გუნდი შეკრიბა და 25-31 აგვისტოს, კიევში გასამართი ბანიკოვის თასისთვის მზადება დაიწყო.

საქართველოს და მასპინძელი უკრაინის გარდა, ორგანიზატორებმა საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობისთვის ასევე მიიწვიეს სომხეთის, ბელარუსის, ბულგარეთის, თურქეთის, უზბეკეთისა და სლოვაკეთის 17-წლამდე ნაკრებები.

რვა ნაკრები, ორ ჯგუფებში, 4-4 გუნდად გადანაწილდა და სამი ტურის შემდეგ, თითოეული გუნდი, მეორე ჯგუფის ცხრილში იდენტური პოზიციის მქონე ნაკრებს ეთამაშება და ტურნირზე მოპოვებული საბოლოო პოზიციაც, ასეთი ფორმით გამოვლინდება, მათ შორის ჩემპიონიც. ფინალურ მატჩში A და B ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან.

ბანიკოვის ტურნირი | B ჯგუფი

26.08.2021

თურქეთი – საქართველო 17:00

27.08.2021

უზბეკეთი – საქართველო 17:00

29.08.2021

საქართველო – სლოვაკეთი 17:00

ფინალური მატჩები – 30.08.2021

17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ბედიაშვილი (სფფ-ის აკადემია), სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი)

მცველები: გიორგი სურმავა, საბა ხარჩილავა, აკაკი გიუნაშვილი, ლუკა შეროზია, თენგო გობეშია (ყველა – დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე, ალექსანდრე ნარიმანიძე (ორივე – საბურთალო), გელა სადღობელაშვილი (სფფ-ის აკადემია), ალექსანდრე ჩიხაძე (მარტვილი)

ნახევარმცველები: მიხეილ ზეცაშვილი, ალეკო ბასილაძე, ლაშა გადილია, დავით მიქაია (ყველა – სფფ-ის აკადემია), ამინ კარაევი, გაბრიელ სიგუა, ნიკოლოზ ნინიძე (ყველა – დინამო თბილისი), ლუკა პარკაძე (უკლუბოდ), გივი ხაჩიძე (საბურთალო), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა)

თავდამსხმელები: გიორგი ფარცხვანია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სფფ-ის აკადემია), გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა)

ბანიკოვის თასზე, 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები 25 აგვისტოს გაემგზავრება. დღეს, ტურნირის სამზადისის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე, კომენტარი 17-წლამდე ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – გიორგი ჩიტაურმა გააკეთა და აღნიშნა, რომ შემადგენლობაში ცვლილებებია. შეკრების დაწყებამდე გაკეთებული ტესტების შედეგების გამო, ასაკობრივ ნაკრების შემადგენლობას თენგო გობეშია და დემეტრე ციკოლია გამოაკლდნენ.

მსგავსი