გიორგი ჩიტაურმა საქართველოს 16-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. გუნდი 18 აგვისტოდან მორიგ საწვრთნელ შეკრებას დაიწყებს და ერთი კვირის განმავლობაში თბილისში ივარჯიშებს.
ამის შემდეგ 16-წლამდელთა ნაკრები კაუნასში გაემგზავრება და 25-27 აგვისტოს ლიეტუვასთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ამხანაგური მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:
მეკარეები: ლუკა შურღაია (დინამო თბ), დავით ასათიანი (ტორპედო);
მცველები: ზურა ზოსიაშვილი, ლუკა ფერცულიანი, გიორგი გრიგალაშვილი, ბაქარ აბჟანდაძე (ყველა – სფფ აკადემია), გიორგი უბილავა, დავით გოგოტიშვილი (დინამო თბ),
ირაკლი კვაშილავა (საბურთალო), ლუკა კუკავა (მარტვილი).
ნახევარმცველები: გიორგი ჩხეტიანი, ზაურ სიჭინავა, ლუკა გაგნიძე, საბა გეგიაძე (ყველა – დინამო თბ), ოთარ მამაგეიშვილი, გიორგი გვიშიანი, გიზო მამაგეიშვილი (სამივე – საბურთალო), ილჩინ მეხტიევი, ლუკა მაყიშვილი (ორივე – სფფ აკადემია), გურამ დეისაძე (ტორპედო).
თავდამსხმელები: თეიმურაზ თურაზაშვილი (სფფ აკადემია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბ).