გიორგი ჭიაბრიშვილმა ქართულ კლასიკოზე ისაუბრა - ქუთაისის „ტორპედოსთან“ საინტერესო დაპირისპირებას ველი #1TVSPORT
გიორგი ჭიაბრიშვილმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ ქართული კლასიკოს მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც დღეს „დინამო არენაზე“ გაიმართება – „დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გულშემატკივრებს სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდა.
„ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა, პირადად ჩემთვის ყველა შეხვედრას ძალიან დიდი დატვირთა გააჩნია. ვემზადებით მოსაგებად და კარგი ფეხბურთის სათამაშოდ“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.
თბილისელთა მწვრთნელმა მეტოქე გუნდზეც ისაუბრა:
„ვფიქრობ, ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშები და მიმაჩნია, რომ საინტერესო მატჩი იქნება. ჩვენთვის იოლი არც ერთი მეტოქეა. რაც შეეხება გულშემატკივრებს, ხვალინდელ შეხვედრაში გადამწყვეტი ეს ფაქტორი იქნება. ისინი ტრიბუნებზე ატმოსფეროს ქმნიან და რაც უფრო კარგი საფეხბურთო ატმოსფერო იქნება, მით უფრო კარგი ფეხბურთი იქნება ჩვენი მხრიდან“.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში მიღებული დაზიანების შემდეგ „დინამოს“ ლევან ოსიყმაშვილი დაუბრუნდა და სრულ მზადყოფნაშია. „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩი. 84-ე ქართული დერბი დღეს, 25 ივნისს „დინამო არენაზე“ 21 საათზე დაიწყება. sCool Card-ით მატჩზე დასწრება უფასოდ, მეორე იარუსზე იქნება შესაძლებელი.