გიორგი ჭიაბრიშვილი - ვაისმა გუნდი წარმატებით აათამაშა, ნაკრები სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს
საქართველოსა და ანდორის ნაკრებებთან მატჩი (3:0) პირველ არხთან გიორგი ჭიაბრიშვილმა შეაფასა. „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა, თამაშზე მატჩის შემდეგ, გადაცემაში სტუმრად ყოფნის დროს ისაუბრა.
„ვულოცავ სრულიად საქართველოს ანდორის ნაკრებთან გამარჯვებას. ძალიან რთული მატჩი იყო, ანდორა არაა ხელწამოსაკრავი მეტოქე – ბოლო ხუთ მატჩში ერთი გოლი ჰქონდა გაშვებული. ვნახეთ, რომ მოწინააღმდეგე სრული შემადგენლობით დაცვაში იყო გამაგრებული, ასეთ თამაშებში კი ძალიან რთულია გოლის გატანა. სწორად დაგეგმილი თამაში იყო, მაღალ დონეზე ითამაშეს ჩვენმა ფეხბურთელებმა და საბოლოოდ შეხვედრა ლოგიკური შედეგით დასრულდა. მახარებს ის ფაქტი, რომ გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებს და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს. ჩვენ ამას სულ ვცდილობდით, მაგრამ შედეგი არასოდეს გვქონდა. ვაისმა მოახერხა და გუნდი წარმატებით აათამაშა, რომელიც ქართველებისთვის ჩვეულ შემტევ ფეხბურთს აჩვენებს.“ – ამბობს ჭიაბრიშვილი.