გიორგი ჭიაბრიშვილი - შევეცდებით, ბურთი გავაკონტროლოთ და მოგებაზე ვითამაშოთ
გიორგი ჭიაბრიშვილი - შევეცდებით, ბურთი გავაკონტროლოთ და მოგებაზე ვითამაშოთ

ევროპის ლიგის მესამე საკვალუფიკაციო ეტაპზე „არარტ-არმენიასთან“ გასამართ შეხვედრამდე „საბურთალომ“ მატჩის წინა ვარჯიში თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ ბაზაზე გამართა, ხოლო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და მომავალ დაპირისპირებაზე ილაპარაკა.

„გუნდი ემზადება და ხვალინდელი მატჩის მოლოდინშია. ლევან ყენია ჯერ 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის. მაგრამ მას დროს მივცემთ და ისევე როგორც წინა მატჩში,იმედია, გუნდს ამჯერადაც თავისი ნიჭის ხარჯზე დაეხმარება. რაც შეეხება ნიკა სანდოხაძეს, მას მხოლოდ ორი კვირა გაუცდა და ტრავმირებულიც არ იყო. მან ერთი მოსამზადებელი ეტაპიც გაიარა და მოედანზე გასასვლელად უახლოეს პერიოდში მზად იქნება. ვაგნერს კი ისევ მცირე ტრავმა აწუხებს და ჯერ არ ვიცით, დაგვეხმარება თუ არა“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.

„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა „არარატ-არმენიაზეც“ ილაპარაკა – „ერევნელებს ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. პირველ მატჩში, რაღაცებში გაგვიმართლა, მეტოქე შეუთამაშებელიც იყო. ვფიქრობთ, რომ მეტოქე თავიდანვე აგრესიულ პრესინგს შემოგვთავაზებს და შეეცდება, საკუთარ თამაში თავს მოგვახვიოს. მაგრამ „საბურთალო“ ამისთვის მზადაა და შევეცდებით, ბურთი გავაკონტროლოთ და ანგარიშის შენარჩუნებაზე კი არა, მოგებაზე ვითამაშოთ“.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი „საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიასა“ შორის ხვალ, 14 აგვისტოს გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს 20:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.