გიორგი ჭიაბრიშვილი თბილისის „ლოკომოტივთან“ ბოლო ტურში შეხვედრის შედეგს ალოგიკურს უწოდებს.
ეროვნული ლიგის ბოლო ტურში ჭიაბრიშვილის გუნდი, გათამაშების ლიდერი „საბურთალომ“ მეტოქეს ბოლო წუთებამდე უგებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ქულას დასჯერდა (1:1) და კონკურენტ თბილისის „დინამოსთან“ უპირატესობა 10 ქულამდე ვერ გაზარდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თბილისური დერბი შეაფასა და მომავალ მატჩზე, თბილისის „დინამოსთან“ დაპირისპირებაზეც ისაუბრა.
„ლოკომოტივთან“ შეხვედრაში დიდ უპირატესობას ვფლობდით, თუმცა მატჩი ალოგიკური შედეგით დასრულდა. ხანდახან ასეც ხდება ფეხბურთში, როდესაც მოსაგებ მატჩს აგებ ან წასაგებს – იგებ. ფეხბურთი ამიტომაა საინტერესო. ჩვენი თამაშიდან გამომდინარე, დღეს სამ ქულას ვიმსახურებდით, მეტოქესთან შედარებით ერთი თავით ძლიერები ვიყავით. რაც შეეხება თბილისის „დინამოსთან“ მომავალ შეხვედრას – ჩვენს თამაშის ჩვენებას და სამი ქულის მოპოვებას შევეცდებით,“ – ამბობს ჭიაბრიშვილი.