გიორგი ჭიაბრიშვილი - „ლოკომოტივის“ ამოცანა ევროტურნირის ჯგუფში მოხვედრაა
გიორგი ჭიაბრიშვილი - „ლოკომოტივის“ ამოცანა ევროტურნირის ჯგუფში მოხვედრაა

„ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გუნდის მიერ მომზადებულ ვიდეოში (თბილისის „ლოკომოტივი“ – სტაბილურობა და გზა წარმატებისკენ) მომავალ სეზონზე, მიზნებსა და ამოცანებზე ილაპარაკა.

„2020 წელს ევროთასებზე ვერ გავედით. ჩემი აზრით, ევროტურნირებზე კარგად ვიასპარეზეთ და ეს იყო ყველაზე პოზიტიური, რაც ჩემი კლუბში მოსვლის შემდეგ მოხდა. ეროვნულ ლიგაში მატჩიდან მატჩამდე მოვუმატეთ, გუნდმა თამაში დაალაგა და თავისი სახე იპოვა. „ლოკომოტივის“ ყველაზე დიდი აქტივი ის ფეხბურთელებია, რომლებიც დიდი ხანია ამ კლუბში არიან, ბევრი სიხარული და ბევრი გულდასაწყვეტი მომენტი ჰქონდათ. ევროტურნირებზე ამ ბიჭებით ვითამაშეთ“, – აცხადებს გიორგი ჭიაბრიშვილი.

„ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა კლუბის მიზნად ევროპული ტურნირის ჯგუფში მოხვედრა დაასახელა:

„გუნდის ამოცანა არაა, ევროსარბიელზე ერთი ან ორი ეტაპის გადალახვა. კლუბის მთავარი მიზანია, სამომავლოდ გათამაშების ჯგუფში შევიდეს. ვფიქრობ, მოვიდა დრო, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიდეთ. 2021 წელი ძალიან რთული იქნება, რადგან მოწინააღმდეგეები კარგად კომპლექტდებიან, რთული სეზონი იქნება და მადლობელი ვარ ხელმძღვანელობის, რომ შევინარჩუნეთ ის ფეხბურთელები, ვინც გვინდოდა და ჩვენი აკადემიიდან ძალიან კარგი ახალგაზრდები დავაწინაურეთ. ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ. შევეცდებით, ჯერ ეროვნული ლიგის ევროზონაში მოვხდეთ და შემდეგ იქ ვითამაშოთ უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ეს 2020 წელს შევძელით“.