გიორგი ჭიაბრიშვილი: კვირის ბოლოს გადაწყდება, დავრჩები თუ არა „საბურთალოში“
2017 წლის ეროვნული საფეხბურთო ლიგის გათამაშება „საბურთალომ“ მე-4 ადგილზე დაამთავრა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად ცოტა დააკლდა.
“ფაქტია, რომ “საბურთალო“ საგრძნობლად გაზრდილია. სტაბილურობა შევინარჩუნეთ, ყველა მეტოქესთვის უხერხულ მოწინააღმდეგედ და ერთ-ერთ ლიდერ კლუბად ჩამოვყალიბდით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ თამაშს დიდი დანაკლისით შევხვდით, მე-4 ადგილზე გასვლა მაინც მოვახერხეთ, რაც ვფიქრობ ამ დროისთვის მისაღები შედეგია” – ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი, გიორგი ჭიაბრიშვილი.
ახალგაზრდა სპეციალისტის თქმით, გააგრძელებს თუ არა “საბურთალოსთან“ თანამშრომლობას, ეს მალე გახდება ცნობილი: “სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბთან კონტრაქტი დამიმთავრდა. რა თქმა უნდა, „საბურთალოსთან“ მოლაპარაკება მაქვს. ეროვნული ლიგის ბოლო ტურის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდი და ვილაპარაკეთ. კვირის ბოლოს გადაწყდება, დავრჩები თუ არა „საბურთალოში“.