გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ „სუონსისთან“ წააგო #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ „სუონსისთან“ წააგო #1TVSPORT

ინგლისის ჩემპიონშიფში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „სუონსის“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა – 0:1.

მე-14 ტურის გასვლითი შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და საშუალო შეფასება მიიღო – 6.4 ქულა.

„სუონსი“ 35-ე წუთზე მაილს პერტ-ჰარისის გოლით დაწინაურდა და უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნა.

ჩემპიონშიფში გამართული 14 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 22 ქულითაა და კონკურენტების თამაშებამდე მეხუთე ადგილზეა.