გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ მოიგო და ექვსეულში გადაინაცვლა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგი შეხვედრა „მიდლსბროსთან“ გამართა და ბოლო წუთებზე გატანილი გოლით 2:1 .
მე-9 ტურის საშინაო მატჩში „ჯვაროსნების“ ერთ-ერთი ლიდერი კვლავ „უოტფორდის“ სასტარტო თერთმეტეულში იყო, მაგრამ ამჯერად საგოლე მოქმედებებით თავი ვერ გამოიჩინა. გუნდმა კი საწყის ტურში აღებული კარგი ტემპი შეინარჩუნა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში „მიდლსბრო“ ედმუნდსონის გოლით დაწინაურდა. „უოტფორდმა“ თამაშის გადასარჩენად დიდი ძალებით შეუტია და 79-ე წუთზე კაიემბეს ზუსტით დარტყმით წონასწორობა აღადგინა, გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე ბააჰიმ გაიტანა.
„უოტფორდმა“ 14 ქულა დააგროვა და 9 ტურის შემდეგ ინგლისის ჩემპიონშიფის ცხრილში მე-6 ადგილზე გადავიდა.