გიორგი ჩაკვეტაძის  „უოტფორდი“ „ნორვიჩთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „ნორვიჩთან“ დამარცხდა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიფში საგოლე გადაცემა ჩაიწერა, მაგრამ „უოტფორდს“ პრემიერლიგაში გადასვლისთვის მებრძოლ „ნორვიჩთან“ თამაშის გადარჩენაში ვერ დაეხმარა – 2:4.

32-ე ტურის შეხვედრა „უოტფორდმა“ სტუმრად ჩაატარა. გუნდის მწვრთნელმა, ვალერიენ ისმაელმა საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 72-ე წუთზე შეცვალა.

ნორვიჩი“ პირველივე ტაიმში დაწინაურდა – მე-20 წუთზე ანგარიში ეშლი ბარნსმა გახსნა. რვა წუთში მასპინძლების უპირატესობა ჯოშუა სარჟენტმა გაზარდა, რომელმაც პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ დამატებაზე მაინც მოახერხა ბურთის გატანა.

უოტფორდმა“ შესვენებამდე (42) სხვაობა მილეტა რაიოვიჩის გოლით შეამცირა და თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩნდა – 71-ე წუთზე იასერ ასპრილიამ ულამაზესი გოლით ანგარიში გაათანაბრა – 2:2.

თუმცა, შეხვედრის დასრულებამდე „ნორვიჩმა“ ორი ბურთის გატანა მოახერხა – თავი გაბრიელ სარამ (77) და კრისტიან ფასნახტმა (82) გამოიჩინეს.

32 ტურის შემდეგ ინგლისის ჩემპიონშიფშიუოტფორდი“ 41 ქულით მე-12 ადგილზეა.