ინგლისის ჩემპიონშიფში „უოტფორდმა“, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობს, გათამაშების ლიდერს, „ლესტერს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს.
„ლესტერმა“ უპირატესობა სწრაფად მოიპოვა და მე-11 წუთზე დაწინაურდა – „უოტფორდის“ კარში დანიშნული პენალტი ზამბიელმა თავდამსხმელმა, პატსონ დაკამ შეასრულა და სტუმრებმა ტაიმი 1:0 მოიგეს.
მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო (55-ე წუთი), როდესაც „ლესტერის“ პორტუგალიელმა მცველმა, რიკარდო პერეირამ მეორე ბურთი გაიტანა და სხვაობა გაზარდა. 62-ე წუთზე „უოტფორდის“ ნიგერიელმა თავდამსხმელმა, ემანუელ დენისმა ერთი ბურთი გაქვითა, საბოლოოდ კი შეხვედრა „ლესტერის“ გამარჯვებით დასრულდა – 2:1.
31 ტურის შემდეგ „უოტფორდმა“ 41 ქულა დააგროვა და მე-11 ადგილზე დაქვეითდა.