„უოტფორდის“ მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ „ქოვენთრისთან“ საშინაო მატჩის (1:1) შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძეზე კომენტარი გააკეთა, რომელსაც ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუხდა. მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელის დაზიანება, სავარაუდოდ, საშიში არაა, მას მხოლოდ ზურგის სპაზმი ჰქონდა.
სოციალურ ქსელში ჩაკვეტაძის ფოტო გაავრცელა „უოტფორდის“ ერთ-ერთმა ქომაგმა, სადაც ჩანს, რომ გიორგი სტადიონს საკუთარი ფეხით ტოვებს.
ტრავმის მიღებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა თავი შესანიშნავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ჩაკვეტაძე მოედნიდან საკაცით მე-80 წუთზე გაიყვანეს.