გიორგი ჩაკვეტაძის პირველი საგოლე გადაცემა - „უოტფორდმა“ „ბირმინგემი“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის პირველი საგოლე გადაცემა - „უოტფორდმა“ „ბირმინგემი“ დაამარცხა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიფში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა და „უოტფორდს“ „ბირმინგემთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა – 2:0.

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-6 ტურში „უოტფორდმა“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი საკუთარ სტადიონზე მიიღო. ქართველი შემტევი მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. მთავარი ამბებიც სწორედ ამის შემდეგ მოხდა.

ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ შეტევებს სიმწვავე შემატა. ქართველ შემტევს გატანა შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ „ბირმინგემი“ მეკარემ გადაარჩინა. 88-ე წუთზე არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათით მოედნიდან სტუმართა მოთამაშე ლი ბუჩანანი გააძევა. „უოტფორდმა“ ამით ისარგებლა და 10 კაცით დარჩენილ „ბირმინგემ სიტის“ ორი გოლი გაუტანა.

90+1-ე წუთზე იასერ ასპრილიას შესრულებული კუთხურის შემდეგ მასპინძლები მილეტა რაიოვიჩმა დააწინაურა. ხუთ წუთში კი ჩაკვეტაძის გადაცემით საბოლოო ანგარიში რაიან ენდრიუსმა დააფიქსირა – 2:0.

ამ გამარჯვებით „უოტფორდმა“ 8 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციაზე დაწინაურდა.