გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - „უოტფორდმა“ „ქუინზ პარკი“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - „უოტფორდმა“ „ქუინზ პარკი“ დაამარცხა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო ინგლისის ჩემპიონშიფის ერთ-ერთ აუტსაიდერთან, „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ გასვლით დაპირისპირებაში, რომელიც სტუმრებმა 2:1 მოიგეს.

ზედიზედ მესამე შეხვედრაა, ქართველი შემტევი ინგლისური გუნდის სასტარტო თერთმეტეულში დააყენეს და ამჯერად შეუცვლელად ათამაშეს. საინტერესოა, რომ გიორგი, შეტევების ორგანიზების გარდა, დაცვაშიც ბევრს მუშაობდა და ბოლო წამებზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ართმევაც შეასრულა.

ინგლისის ჩემპიონშიფის 27-ე ტურის მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მთავარი ამბები კი შესვენების შემდეგ მოხდა. „უოტფორდმა“ შედეგიანი შეტევის განხორციელება მოახერხა, 61-წუთზე საჯარიმოს სიახლოვესთან ბურთი ნახევარმცველმა ჯეიკ ლივერმოურმა მიიღო და უზუსტესი დარტყმით გუნდი დააწინაურა.

ხუთ წუთში სტუმართა უპირატესობა ისევ ლივერმოურმა გაზარდა და ისევ იმავე პოზიციიდან. „ქუინზ პარკმა“ სხვაობა 77-ე წუთზე ლინდონ დაიქსის გოლით შეამცირა და დარჩენილი წუთები თამაშის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

27 ტურის შემდეგ „უოტფორდმა“ 29 ქულა დააგროვა, მერვე ადგილზე გადავიდა და პლეი ოფის ზონასთან ჩამორჩენა უკვე ერთ ქულამდე შეამცირა.