გიორგი ჩაკვეტაძემ სეზონი შესანიშნავი გოლით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიფში სეზონი გოლით გახსნა და „უოტფორდი“ „მილუოლთან“ გასვლით მატჩში 2:0 დააწინაურა.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველად გამოჩნდა 8-ნომრიანი მაისურით.
ქართველი ნახევარმცველის გუნდმა თამაში კარგად დაიწყო – „უოტფორდი“ 23-ე წუთზე კონგოელი თავდამსხმელის, ედო კაიემბეს გოლით დაწინაურდა და ტაიმი 1:0 მოიგო.
ქართველმა ნახევარმცველმა კი თავი 55-ე წუთზე გამოიჩინა – გიორგიმ საჯარიმო შესანიშნავად შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძემ ბოლოს გოლი 2023 წლის 26 დეკემბერს „ბრისტოლთან“ საშინაო მატჩში გაიტანა.