გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა - „უოტფორდმა“ სტუმრად მოიგო #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ინგლისის ჩემპიონშიფში „შეფილდ უენსდეის“ ესტუმრა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 6:2.
მე-13 ტურის მატჩი „უოტფორდმა“ კარგად დაიწყო და 29-ე წუთზე პორთეუსის გოლით დაწინაურდა. მასპინძლებმა წონასწორობა 34-ე წუთზე აღადგინეს და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.
მეორე ტაიმში „უოტფორდმა“ ოთხჯერ გაიტანა, ორჯერ კი ეს პენალტით მოახერხა. პირველად თერთმეტმეტრიანი ტომ ინსმა (52) გამოიყენა, მერე კი – ვაკუნ ბაიომ, რომელმაც საბოლოოდ პოკერი (58, 67, 84, 88) შეასრულა.
საქართველოს ნაკრების შემტევმა 90 წუთი ითამაშა. ჩაკვეტაძის გადაცემით ბაიომ ისარგებლა. მისი პასით თავის გამოჩენა მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ედო კაიემბესაც შეეძლო, მაგრამ მომენტი ვერ გამოიყენა.
განვლილ 13 ტურში „უოტფორდმა“ 22 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზე, პრემიერლიგის პლეი ოფის ზონაშია.