გიორგი ჩაკვეტაძემ ნაკრებში გოლი ოთხი წლისა და 127 დღის შემდეგ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძემ მონღოლეთთან ამხანაგურ შეხვედრაში (6:1) დუბლი შეასრულა, საქართველოს ნაკრების მოგებაში დიდი როლი ითამაშა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თავი გოლებითაც გამოიჩინა.
გიორგიმ ნაკრებში გოლი ბოლოს ერთა ლიგაზე 2018 წლის 19 ნოემბერს ყაზახეთის ნაკრებს (2:1) გაუტანა, ანუ ჩაკვეტაძემ ნაკრებში გოლის გატანა ოთხი წლისა და 127 დღის შემდეგ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ მონღოლეთთან პირველი გოლიც ჩაკვეტაძის აქტიურობას მოჰყვა. გიორგის მე-40 წუთზეც შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარემ მისი დარტყმული პენალტი მოიგერია. შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისში კი ორ წუთში (56, 57) დუბლი შეასრულა.
სულ 24 წლის ფეხბურთელმა „ჯვაროსნების“ ფორმით 15 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.