გიორგი ჩაკვეტაძემ ახალი სეზონისთვის მზადება გოლით დაიწყო - „უოტფორდის“ მწვრთნელი მისი თამაშით კმაყოფილი დარჩა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძემ ახალი სეზონისთვის მზადება გოლით დაიწყო. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა თავი „უიკობომთან“ ამხანაგურ შეხვედრაში გამოიჩინა, მაგრამ „უოტფორდი“ მარცხისგან ვერ იხსნა – 2:3.
„ადამს პარკზე” გამართულ დაპირისპირებაში გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 70 წუთი ითამაშა. ანგარიში მე-14 წუთზე სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გახსნა, რომელიც საწყის წუთებში სტუმართა ნახევარდაცვაში ყველაზე აქტიური იყო.
ქართველმა მალე კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შექმნა, მეკარესთან პირისპირ ინსი დატოვა, მაგრამ „უოტფორდმა“ ამით ვერ ისარგებლა.
გიორგის თამაშით კმაყოფილი დარჩა გუნდის მთავარი მწვრთნელი ტომ კლევერლი. მისი თქმით, გიორგი ძალიან მოტივირებული ჩანდა.
„ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც მშვენიერ ფორმაში დაბრუნდა, გიორგი ჩაკვეტაძეა. ის თამაშს მოწყურებულია, რადგან სეზონისწინა ვარჯიშებზე ნაკრებში ჩატარებული ევრო 2024-ის შემდეგ შემოგვიერთდა,
ის შესანიშნავ ფორმაშია. „უიკომბთან“ შეხვედრაში ანგარიში ბრწყინვალე სოლო რეიდის შემდეგ გახსნა და იმედი მაქვს, სეზონის განმავლობაში გუნდზე დიდ გავლენას მოახდენს.
გიორგი ძალიან მომწონს, რადგან ჭკვიანია, პოზიციებს ალღოს ადვილად უღებს და ბურთს კარგად ფლობს. ჩემი და ჩვენი გუნდის ამოცანაა, რომ ჩაკვეტაძემ, თამაშის ამ ძლიერ მხარეებთან ერთად, გოლებისა და ასისტების რაოდენობაც გაზარდოს. ის პასუხისმგებლობით ეკიდება ნდობას, რადგან ჩვენს თამაშს სწორედ გიორგი წარმართავს.
ჩაკვეტაძე მოტივირებული ჩანდა, შთაბეჭდილების მოხდენა სურდა და ასეც მოხდა. ის და ინსი ცენტრალური ნახევარმცველის როლისთვის ყველაზე შესაფერისი მოთამაშეები არიან“, – განაცხადა კლევერლიმ.
„უოტფორდი“ მოსამზადებელ ეტაპზე შემდეგ შეხვედრას საკუთარ სტადიონზე „ბრენტფორდთან“ 3 აგვისტოს გამართავს.