გიორგი ჩაკვეტაძემ პირველი კომენტარი გააკეთა „უოტფორდთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და განაცხადა, რომ ინგლისურ კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს:
„25 წლის ფეხბურთელმა Vicarage Road-თან ახალი კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.
„ეს ჯილდოა ქართველისთვის, რომელმაც 2024/25 წლების სეზონი კარგი თამაშით დაიწყო. ჩაკვეტაძე კლუბმა „გენტიდან“ მხოლოდ წლის დასაწყისში გამოისყიდა, მაგრამ ახლა ტომ კლევერლის გუნდის განუყოფელი ნაწილია“, – წერია „უოტფორდის“ გავრცელებულ ცნობაში.
გიორგი ჩაკვეტაძე: „ძალიან ბედნიერი ვარ „უოტფორდში“ ყოფნით, რადგან აქ ყველაფერი მაქვს და მენდობიან, ამიტომ ახალ ხელშეკრულებაზე შევთანხმდით. კლუბში ყველაფერი მომწონს, ხალხი, პერსონალი და ჩემს გუნდელებთან თამაში მსიამოვნებს“.
25 წლის ნახევარმცველს სჯერა, რომ შეუძლია კლუბსს მეტად წაადგეს: „გუნდში ჩარიცხვიდან ორ-სამ თვეში ზრდა დავიწყე – უფრო და უფრო მეტს ვთამაშობდი. ახლა თავს კარგად ვგრძნობ“.