გიორგი ჩაკვეტაძე „დინამო თბილისის“ აკადემიას ესტუმრა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მან ახალგაზრდა ფეხბურთელებს აკადემიაში გატარებული დრო, გამოცდილება და სამომავლო რჩევები გაუზიარა.
გიორგიმ ვარჯიში „ნორჩ დინამოში“ დაიწყო, სადაც მისი პირველი მწვრთნელი თამაზ კოსტავა იყო. 2015 წელს „დინამო თბილისის“ აკადემიაში ჩაირიცხა და 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, დებიუტი კი 2016 წელს „ლოკომოტივთან“ ჰქონდა, როდესაც ოთარ კიტეიშვილი შეცვალა. კლუბი 2017 წელს დატოვა და ბელგიურ „გენტში“ გადავიდა.
ინგლისის ჩემპიონშიფის „უოტფორდის“ შემტევი ნახევარმცველი სამშობლოში სეზონის დასრულების შემდეგ დაბრუნდა და ისვენებს, მაგრამ მალე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველო F ჯგუფში თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ეროვნულ გუნდებთან ერთად ითამაშებს.