გიორგი ჩაკვეტაძე - სანამ ფეხბურთელი სხვა ქვეყანაში წავა, კარგი იქნება, რომ ეროვნულ ლიგაში თამაშის გამოცდილება ჰქონდეს
საფეხბურთო „ტაიმაუტს“ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრი გიორგი ჩაკვეტაძე სტუმრობდა.
ვლადიმერ გუცაევის თხოვნით, ჩაკვეტაძემ გაიხსენა პერიოდი, როდესაც ძალიან ახალგაზრდა ასაკში საქართველო დატოვა და ბელგიური „გენტის“ რიგებს შეუერთდა.
გიორგი ჩაკვეტაძე: „ბელგიაში წასვლისას ზუსტად 18 წლის გავხდი და პირველად მომიწია ასეთ დონეზე გამოსვლა. რა თქმა უნდა, რთული იყო და ენის პრობლემაც მქონდა. თუმცა, იქ ყოფნა მაინც გამიადვილდა, რადგან ჩემი ძმა წამყვა და ოჯახის წევრთან ერთად ვცხოვრობდი.
მთელი გუნდი, მწვრთნელები, ფეხბურთელები ძალიან კარგად დამხვდნენ და ადაპტაცია არ გამიძნელდა. ჩემი აზრით, სანამ ფეხბურთელი სხვა ქვეყანაში წავა, კარგია, რომ ეროვნულ ლიგაში თამაშის გამოცდილება ჰქონდეს“.