გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა - „უოტფორდმა“ „როტერჰემი“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ინგლისის ჩემპიონშიფში „როტერჰემს“ დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა.
გათამაშების აუტსაიდერის წინააღმდეგ 33-ე ტურის შეხვედრა ქართველი შემტევის გუნდმა სტუმრად ჩაატარა. გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა. აქამდე ბოლო ხუთი მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. „უოტფორდი“ შესვენების შემდეგ დაწინაურდა. 58-ე წუთზე იასერ ასპრილიამ გაიტანა.
ინგლისის ჩემპიონშიფში გამართული 33 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 44 ქულით მე-11 ადგილზეა, პრემიერ ლიგის პლეი ოფის ზონას კი შვიდი ქულით ჩამორჩება.