გიორგი ჩაკვეტაძის „სლოვანი“ კონფერენს ლიგას მარტში, „ბაზელთან“ 1/8-ფინალურ შეხვედრაში გამოეთიშა, მაგრამ სლოვაკური გუნდის ქართველი ლეგიონერი დღემდე ტურნირის საუკეთესო ასისტენტებშია.
უეფა-მ გათამაშების საუკეთესო ბომბარდირებისა და ასისტენტების სია გამოაქვეყნა და აღმოჩნდა, რომ გიორგი კონფერენს ლიგის ასისტენტებში, კიდევ რამდენიმე მოთამაშესთან ერთად, მეორე-მეშვიდე ადგილს ინაწილებს.
2022/23 წლების სეზონის კონფერენს ლიგის საუკეთესო ასისტენტები:
5 კრისტიან კუამე („ფიორენტინა“)
4 გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვან ბრატისლავა“)
4 კრიშტიანო ბირაგი („ფიორენტინა“)
4 მაგნუს ერიქსონი („იურგარდენი“)
4 მიქაელ იშჩაკი („ლეხი“)
4 იესპერ კარლსონი („ალკმაარი“)
4 მაიკლ ლენგი („ბაზელი“)
4 დარიან მალეში („ბაზელი“)
ტურნირს ბომბარდირებში ორი მოთამაშე ლიდერობს. არტურ კაბრალმა („ფიორენტინა“) და ზეკი ამდუნმა („ბაზელი“) 7-7 გოლი გაიტანეს, ხოლო ყველაზე ყველაზე მეტი გოლი და საგოლე პასი (9) მიხალ იშჩაკის („ლეხი“, 5 გოლი+4 ასისტი) ანგარშზეა.
კონფერენს ლიგის ფინალი 7 ივნისს გაიმართება. პრაღის „ფორტუნა არენაზე“ ერთმანეთს „ფიორენტინა“ და „ვესტ ჰემი“ დაუპირისპირდებიან.