გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა და საგოლე პასი მიითვალა - ქართველმა შემტევმა მაღალი შეფასება მიიღო #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა და საგოლე პასი მიითვალა - ქართველმა შემტევმა მაღალი შეფასება მიიღო #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა, ქართველი ფეხბურთელი მოედანს ერთმატჩიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და „უოტფორდი“-„სუონსის“ მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ინგლისის ჩემპიონშიპის 36-ე ტურის შეხვედრაში ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე კი 43-ე წუთზე შევიდა – ამ დროს „უოტფორდი“ 0:1 აგებდა, ბურთი საკუთარ კარში რაიან ენდრიუსმა გაიტანა.

უოტფორდმა“ წონასწორობა მეორე ტაიმში აღადგინა – 57-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემით გოლი უესლი ჰოედტმა გაიტანა და, როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გიორგი ჩაკვეტაძემ კი 8,0 ქულა მიიღო, რაც ჰოედტის (8.2) შემდეგ ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა.

უოტფორდმა“ 36 ტურის შემდეგ 45 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილზეა. BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალერიენ ისმაელი, შესაძლოა, თანამდებობიდან გაათავისუფლონ, რადგან „უოტფორდმა“ ბოლო ცხრა მატჩში მხოლოდ ექვსი ქულა მოიპოვა.