გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა და „დიკელვენესთან“ ითამაშა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა და „დიკელვენესთან“ ითამაშა #1TVSPORT

ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ამბავი – გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა და „გენტში“ საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. 

გენტმა“ ახალი სეზონისთვის მზადება 17 ივნისს დაიწყო, საქართველოს ნაკრების იმედი კი ბელგიურ გუნდთან ერთად პირველივე დღიდან ვარჯიშობს. გიორგი მოედანზე რანგით მეოთხე ლიგის „დიკელვენესთან“ გამართულ შეხვედრაში გამოჩნდა, რომელიც „გენტმა“ 3:2 მოიგო.

საბედნიეროდ, გიორგი ჩაკვეტაძემ სეზონის ბოლოს მიღებული ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ეს დამაიმედებელი ამბავია საქართველოს ნაკრებისთვის, სადაც გიორგის დაბრუნებას დიდი ხანია ელიან.

გიორგი ნაკრებში ბოლოს 2020 წლის ოქტომბრის მატჩებისთვის გამოძახეს, მაგრამ 8 ოქტომბერს დაშავდა. მას შემდეგ მოედანზე დაბრუნდა, მაგრამ მარტში ისევ დაშავდა და სეზონი, ფაქტობრივად, გაუცდა.

დატოვე კომენტარი