გიორგი ხარაიშვილი თურქულ კლუბ „ქოჩაელისპორში“ გიორგი ბერიძესთან ერთად ითამაშებს #1TVSPORT
გიორგი ხარაიშვილი თურქულ კლუბ „ქოჩაელისპორში“ გიორგი ბერიძესთან ერთად ითამაშებს #1TVSPORT

გიორგი ხარაიშვილი, რომელმაც „დინამო თბილისი“ დეკემბერში დატოვა, კარაიერას გიორგი ბერიძესთან, „ქოჩაელისპორში“ გააგრძელებს, – ინფრომაცია თურქული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

პირველ ლიგაში მყოფმა კლუბმა ტრანსფერი განახორციელა და ქართველმა ნახევარმცველს 8-ნომრიანი მაისურა გადასცა. „ქოჩაელისპორმა“ გიორგი ხარაიშვილის ტრანსფერის შესახებ სოციალური ქსელის გვერდზე განაცხადა.

„ჩვენს კლუბსა და უნგრულ „ფერენცვაროშს“ შორის მიღწეულია შეთანხმება გიორგი ხარაიშვილის საბოლოო ტრანსფერზე – ქართველმა ფეხბურთელმა ხელი მოაწერა 1,5-წლიან კონტრაქტს, რომელიც ოფციონის წესითაა გაფორმებული და კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივას ითავლისწინებს“, – წერია თურქული კლუბის განცხადებაში.