გიორგი ბერიძემ სლოვაკეთში თავი ისევ გამოიჩინა – სლოვაკეთში ევროპის ლიგის საგზურს ერთმანეთს 4 გუნდი ეცილება. გიორგი ბერიძის „ტრენჩინი“ მეოთხეზე გავიდა და „რუჟომბეროკს“ ერთმატჩიან რაუნდში უმასპინძლა.
22-ე წუთზე 21 წლის ქართველმა ანგარიში გაათანაბრა. 28-ე წუთზე „რუჟომბეროკი“ ისევ წინ გავიდა და მასპინძლებს მხსნელად ისევ ქართველი მოევლინა: მე-61 წუთზე, ჯეიმს ლოურენსის გადაცემაზე გიორგი მეკარესთან პირისპირ დარჩა. მართალია, წონასწორობა მეორედ ისე აღდგა (2:2), რომ ქართველმა ბურთს ფეხი ვერ წაკრა და გოლის ავტორად ლოურენსი გამოაცხადდა, მაგრამ ბერიძემ მეკარემ მოძრაობით დააბნია და რეალურად, ამ გოლში მისი წვლილიც იყო.
საბოლოოდ, “ტრენჩინმა” 4:2 მოიგო და ფინალში “ჟილინას” შეხვდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში “ნიტრა” 5:0 გაანადგურა – გადამწყვეტი მატჩი 27 მაისს გაიმართება.