გიორგი ბერიძე „უიპეშტში“ ითამაშებს – ინფორმაციას უნგრული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
„გუნდმა გიორგი ბერიძესთან ხელშეკრულება გააფორმა. ჩვენი ახალწვეულის შესახებ „უიპეშტი“ „გენტს“ ერთწლიან საიჯარო ხელშეკრულებაზე შეუთანხმდა. თავდამსმელი ბოლოს სლოვაკურ “ტრენჩინში“ თამაშობდა, არაერთი მატჩი ჩაატარა საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში, არის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი. 21 წლის ბერიძე გუნდის განაცხადში შეყვანილია და შესაძლოა, 12 აგვისტოს უნგრეთის ჩემპიონატის უახლოეს ტურში, „პაკსისთან“ გასვლაზე ითამაშოს“ – წერს „უიპეშტის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ტრანსფერი ბელგიურ „გენტს“ ეკუთვნის. შარშან სლოვაკეთის „ტრენჩინში“ იჯარით გამოდიოდა, მაგრამ ზაფხულში ბელგიელებმა დაიბრუნეს და სეზონისთვის გუნდთან ერთად ემზადებოდა.