გიორგი ბერიძე - ნაკრებში მიწვევა ჩემთვის დიდი შანსია #1TVSPORT
გიორგი ბერიძე - ნაკრებში მიწვევა ჩემთვის დიდი შანსია #1TVSPORT

გიორგი ბერიძე ვილი სანიოლმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში დააბრუნა და მარტის სანაკრებო შეხვედრებისთვის მიიწვია.

უნგრული „უიპეშტის“ 23 წლის თავდამსხმელი, რომელიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სკავალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მოემზადება, საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ სამწვრთნელო სტაფის ნდობამ გაახარა. 

„ნაკრების სამწვრთნელო სტაფს მადლობას ვუხდი ნდობისთვის. ეს ჩემთვის შანსია, რომ მარტში ნაკრებთან ერთად თავი კარგად წარმოვაჩინო და თავი დავიმკვიდრო. სამი წლის წინ ვლადიმირ ვაისმა ამხანაგურ შეხვედრებზე გამომიძახა და გახარებული ვიყავი. ახლა კი ოფიციალურ შეხვედრაში მიმიწვიეს, რაც კიდევ უფრო მეტი ემოციაა“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ბერიძე.

ახალგაზრდა თავდამსხმელმა სანაკრებო შეხვედრებში საქართველოს ნაკრების შანსებიც შეაფასა. შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნები“ შვედეთსა და საბერძნეთს ესტუმრებიან, ხოლო თბილისში ესპანეთს უმასპინძლებენ.

„სამივე ძლიერი გუნდია და მძიმე მატჩები გველის, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაზე დიდი სტიმულია.თამაში ყველასთან შეიძლება, მით უფრო პანდემიის შემდეგ. წინასწარ ვერ გაიგებ, ვინ ვის მოუგებს. უნდა შევეცადოთ, ქულათა მაქსიმალური რაოდენობა დავაგროვოთ“, – ამბობს ბერიძე.

ბერიძემ მიმდინარე სეზონში „უიპეშტში“ 23 მატჩი ჩაატარა და 13 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.