გიორგი ბერიძე „ანკარაგუჩუდან“ „ქოჯაელისპორში“ გადავიდა #1TVSPORT
გიორგი ბერიძე „ანკარაგუჩუდან“ „ქოჯაელისპორში“ გადავიდა #1TVSPORT

გიორგი ბერიძემ თურქეთში გუნდი შეიცვალა. საქართველოს ნაკრების კანდიდატი სუპერლიგის „ანკარაგუჩუდან“ ლიგა 1-ის (რანგით მეორე ლიგა) „ქოჯაელისპორში“ ჩაირიცხა.

„ჩვენს კლუბსა და გიორგი ბერიძეს შორის შეთანხმება მიღწეულია კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ. გიორგის კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ“, – ნათქვამია სტამბულის „ანკარაგუჩუს“ განცხადებაში.

26 წლის ფეხბურთელმა „ქოჯაელისპორში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი გააფორმა. ბერიძემ განაცხადა, რომ სურს, ახალ გუნდს სუპერლიგაში დაბრუნებაში დაეხმაროს.

„ბედნიერი ვარ. მოვედი ისეთ შესანიშნავ გუნდში, როგორიც არის „ქოჯაელისპორი“. ამ ტრანსფერს იმისთვის დავთანხმდი, რომ საჩემპიონო მიზნის რეალიზებაში წვლილი შევიტანო. ამის მიღწევა მსურს გატანილი გოლებითა და საგოლე პასებით. ველოდები იმ დღეს, როდესაც შევძლებ გულშემატკივრებს შევხვდე“, – განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.