„პატივი და დიდება მათ სახელებს ვინც საქართველოსთვის თავი გაწირა, ამ თავგანწირვასთან ერთად არის უდიდესი სიამაყის განცდა და მე ამ სიამაყით მინდა მივულოცო ყველას ლაშა ტალახაძის გამარჯვება.
ლაშამ დღეს კიდევ ერთხელ გააერთიანა საქართველო, რადგან დარწმუნებული ვარ სადაც კი არ უნდა ენახათ ლაშას გამოსვლა, ეს იქნებოდა სოხუმში, ცხინვალში თუ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, ეს იქნებოდა საოცარი განცდა.
ლაშამ ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულზე შეძლო და საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა მსოფლიოს კიდევ ერთხელ აუფრიალა“, – ასე შეაფასა საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძის გამოსვლა.