გიორგი არაბიძის „ულსანმა“ სამხრეთ კორეის K ლიგა 1-ში უშუალო კონკურენტს, „განგვონს“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ჩემპიონშიფის ჯგუფის 36-ე ტურში „ულსანმა“ „განგვონის“ კარი 36-ე წუთზე ლუდვიგსონის ზუსტი დარტყმით აიღო. 54-ე წუთზე ჯოო მინ კიუმ სტუმრებს მეორედ გაუტანა. საბოლოო ანგარიში სტუმართა მოთამაშემ, ლე სანგ-ეონმა დააფიქსირა.
გიორგი არაბიძე „ულსანის“ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. 26 წლის ქართველი შემტევი სამხრეთკორეულ კლუბში ზაფხულში ქუთაისის „ტორპედოდან“ გადავიდა. გიორგიმ „ულსანის“ მაისურით 6 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
„ულსანმა“ ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა. შარშან ამ გუნდთან ერთად წარმატება ვაკო ყაზაიშვილმა იზეიმა.