გიორგი არაბიძის დუბლით ქუთაისის „ტორპედომ“ „ლევადია“ დაამარცხა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ ესპანურ შეკრებაზე ამხანგური მატჩი ტალინის „ლევადიის“ წინააღმდეგ გამართა და დამაჯერებლად გაიმარჯვა – 3:1.
ესტონეთის ვიცე-ჩემპიონთან ქუთაისელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და მე-4 წუთზე ბიორნ იონსენის გოლით დაწინაურდნენ. 10 წუთში „ლევადიამ“ ჟოაო პედროს გოლით ანგარიში გაათანაბრა და ტაიმი 1:1 დასრულდა.
ისევე როგორც წინა შეხვედრაში „ჰერკულესთან“, „ტორპედოს“ ამჯერადაც გიორგი არაბიძემ მოაგებინა. მატჩის მიწურულს მან დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ქუთაისის „ტორპედო“ ესპანურ შეკრებაზე კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. სტივ კინის გაწვრთნილები 20 თებერვალს „ვილიარეალ B“-ს დაუპირისპირდებიან.
„ლევადია“ – ქუთაისის „ტორპედო“ 1:3
გოლები: 0:1 ბიორნ იონსენი (4), 1:1 ჟოაო პედრო (14), 1:2 გიორგი არაბიძე (80), 1:3 გიორგი არაბიძე (90+3).
„ტორპედო“: კლიაიჩი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, მონტეირო, ნადარაია, ფელიპე პირესი, გიგაური, ნინკოვიჩი, არაბიძე, იონსენი, ჟორჟინიო.
სათადარიგოები: გოშაძე, დვალიშვილი, ელიტონ ჯუნიორი, ტყეშელაშვილი.