გიორგი არაბიძე კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს #1TVSPORT
გიორგი არაბიძე კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს #1TVSPORT

გიორგი არაბიძე ქუთაისის „ტორპედოს“ დატოვებს და კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს.

არაბიძემ პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას სამხრეთ კორეის ჩემპიონთან, „ულსანთან“ მიაღწია, – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, აზიური კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ სატრანსფერო თანხას გადაიხდის.

26 წლის მოთამაშემ „ტორპედოს“ რიგებში ბოლო შეხვედრა თბილისის „დინამოსთან“ საქართველოს სუპერთასზე ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისური გუნდი 11 ივლისს უეფა-ს კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ალბანურ „ტირანასთან“ ჩაატარებს. 21:00 საათიდან შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.