გიორგი ადამიამ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა შეარჩია #1TVSPORT
ცნობილი გახდა საქართველოს ახალი ფორმაციის 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც 8 ივნისს, 17:00 საათზე თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ყაზახ თანატოლებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.
20-წლამდელთა ნაკრებს ამ შეხვედრაში ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის თანაშემწე გიორგი ადამია უხელმძღვანელებს.
ტესტმატჩისთვის ნაკრებში 20 ფეხბურთელია გამოძახებული, მათ შორის ექვსი ლეგიონერია. 6 ივნისს გუნდს 21-წლამდელთა ნაკრების ორი მოთამაშე შეუერთდება.
U20 | შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია, პაპუნა ბერუაშვილი (ორივე – „დინამო თბილისი“).
მცველები: თემურ გოგნაძე, შოთა კვერენჩხილაძე (ორივე – „დინამო თბილისი“), რევაზ კობიძე („ზმიავცი“, ხორვატია), გიორგი ქარსელაძე („რიუ ავე“, პორტუგალია), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი 1913“), ლადო ოდიშვილი („თელავი“), ალექსანდრე ნარიმანიძე („იბერია 1999“).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე“, იტალია), ზაურ სიჭინავა („რუსთავი“), ზურაბ სოფრომაძე („ოლიმპიკ სომური“, საფრანგეთი), ლუკა ჯაჭვლიანი („მოტორლეტი“, ჩეხეთი), ლუკა წულუკიძე („ლოკომოტივი“), ლუკა ჩაგანავა („სიონი“), ალეკო ბასილაძე („ტორპედო“), ლუკა პარკაძე („ადმირა“, ავსტრია).
თავდამსხმელები: ლუკა შეროზია („სამგურალი“), დავით გოცირიძე („დინამო თბილისი“), გიორგი ხაბულიანი („თელავი“).