გიორგი აბურჯანია - სანიოლის დონის სპეციალისტთან მუშაობა სასიამოვნო და საამაყოა #1TVSPORT
გიორგი აბურჯანია - სანიოლის დონის სპეციალისტთან მუშაობა სასიამოვნო და საამაყოა #1TVSPORT

რუმინეთთან შეხვედრამდე საქართველოს ნაკრებმა პლოეშტის სტადიონზე ივარჯიშა, ხოლო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ახლდა.

„ამხანაგური მატჩებისთვის მოსამზადებელი პერიოდი პროდუქტიული გამოდგა. რა თქმა უნდა, ყველა სექტემბერში გასამართი ოფიციალური შეხვედრებისთვის ვემზადებით. ვფიქრობ, მომავალ ორ თამაშს სწორედ იმისთვის გამოვიყენებთ, რომ რაც შეიძლება კარგად მოვემზადოთ. ორივე მეტოქე მაღალი დონისაა და ჩემი აზრით, კარგი ტესტ-მატჩები გამოგვივა იმისთვის, რომ კარგად დავინახოთ რაზე გვჭირდება მეტი მუშაობა და რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი სექტემბერისთვის“, – განაცხადა გიორგი აბურჯანიამ.

25 წლის ნახევარმცველმა ნაკრების ფრანგ სპეციალისტზე ილაპარაკა.

„რა თქმა უნდა, ვილი სანიოლის დონის სპეციალისტთან მუშაობა სასიამოვნო და ამავე დროს საამაყოა. მას დიდი გამოცდილება აქვს და ყოველთვის ჩვენს დახმარებას ცდილობს. გუნდის თითოეული წევრისთვის მთავარ მწვრთნელთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა“.

რუმინეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 2 ივნისს ქალაქ პლოეშტისილიე ოანა არენაზე“ გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102,3) შემოგთავაზებთ.