გიორგი აბურჯანია „ალგემენ დაგბლატის“ სიმბოლურ ნაკრებში - ქართველი „ტვენტეს“ მარგალიტია
გიორგი აბურჯანია „ალგემენ დაგბლატის“ სიმბოლურ ნაკრებში - ქართველი „ტვენტეს“ მარგალიტია

ალგემენ დაგბლატმა“ ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატის ახალწვეულთა სიმბოლური ნაკრები დაასახელა, სადაც „ტვენტესა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანიაც მოხვდა.

გამოცემამ აბურჯანიას დახასიათება გუნდის წარმომადგენელს სთხოვა.

„ამჟამად „ტვენტე“ ახალი მოთამაშეების თაობაზე ხმაურიან პრესრელიზებს ავრცელებს. საამისოდ, ქართველი აბურჯანია აბსოლუტური მარგალიტია. დიდი ხანია, „ტვენტეს“ გიორგის გადაბირება სურდა, ახალი სეზონის დაწყებამდე კი ყველა პრობლემა მოგვარდა. გიორგი ჰოლანდიაში შოთა არველაძის ღირსეული მემკვიდრეა“,- ამბობს „ტვენტეს“ სპორტული დირექტორი ტედ ვან ლეუვენი.

გიორგი აბურჯანიას „ტვენტესტან“ კონტრაქტი 30 ივლისს გააფორმა და ახალი გუნდის ფორმით უკვე ორი შეხვედრა ჩაატარა.