გიორბელიძემ თურქეთში გაიტანა - კვეკვესკირი მოედანს ასისტით დაუბრუნდა #1TVSPORT
ბოსნიის პრემიერ ლიგაში გიორგი გულიაშვილის „სარაევო“ გასვლაზე „იგმანს“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. ქართველ თავდამსხმელს პირველივე ტაიმში შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შანსით ვერ ისარგებლა.
ნიკა კვეკვესკირი ერთთვიანი პაუზის შემდეგ უნგრეთის ჩემპიონატში „ნირედიჰაზას“ განაცხადში მოხვდა. „ზალაეგერშეგთან“ 1:1 დასრულებულ შეხვედრაში ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 21 სექტემბრის შემდეგ პირველად გამოჩნდა და საგოლე გადაცემა მიითვალა.
თურქეთის I ლიგაში პირველი გოლი გაიტანა გურამ გიორბელიძემ, რომლის „ერზურუმსფორმა“ შინ „ქეჯიორენგიუჯუსთან“ 4:0 გაიმარჯვა.
ავსტრიის ბუნდესლიგაში სანდრო ალთუნაშვილი „ვოლფსბერგის“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა „ზალცბურგთან“ შეხვედრაში. ქართველის გუნდი 52-ე წუთიდან კაცნაკლული დარჩა, მაგრამ ავსტრიულ გრანდთან ქულა მაინც მოიპოვა და მეოთხე ადგილზე გადავიდა.