გიორბელიძე - გაფრინდაშვილის დებიუტი პოლონეთში - კაკაბაძემ მოიგო, „ლეხს“ თამაში გადაუდეს #1TVSPORT
პოლონეთის ექსტრაკლასაში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა და ქართველებმა მორიგი მატჩები ჩაატარეს. აღსანიშნავია, რომ ექსტრაკლასაში ორ ქართველ ფეხბურთელს სადებიუტო შეხვედრა ჰქონდა.
„კრაკოვიამ“ კელჩეს „კორონას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. კრაკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა ოთარ კაკაბაძემ, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო. სტუმართა რიგებში 65-ე წუთზე ლუკა ზარანდიამ გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ კაკაბაძე ექსტრაკლასას ოფიციალურმა ვებგვერდმა „კორონასთან“ მატჩამდე ზაბჟეს „გორნიკთან“ გასვლაზე მოგებული (0:2) მატჩის შემდეგ პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
პოლონეთის ჩემპიონატში ორი ქართველი ფეხბურთელის დებიუტი შედგა. გურამ გიორბელიძემ (მე-7 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო) და თორნიკე გაფრინდაშვილმა (85-ე წუთზე შეცვალეს) ლუბლინის „ზაგლებიეში“ ითამაშეს ვარშავის „ლეგიასთან“ გასვლით მატჩში, რომელიც მათი მეტოქის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
რაც შეეხება ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის „ლეხს“, პოზნანურ კლუბს ბათუმის „დინამოსთან“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრამდე „ლეგნიცაასთან“ გასვლითი შეხვედრა გადაუდეს.