გიორბელიძე ათამაშდა, კვერნაძე „ფროზინონეს“ ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმკვიდრებს #1TVSPORT
გიორბელიძე ათამაშდა, კვერნაძე „ფროზინონეს“ ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმკვიდრებს #1TVSPORT

თურქეთის ჩემპიონატის პირველი ლიგის მე-11 ტურში გურამ გიორბელიძისერზურუმსფორმა“ საშინაო შეხვედრაში „ამედსფორი“ 2:0 დაამარცხა და გათამაშების ლიდერია. გიორბელიძემ 90 წუთი ითამაშა და 7.2 შეფასება მიიღო.

გიორგი ბერიძის „ქოჯაელისფორმა“ შინ „ქარაგუმრუქს“ 2:1 მოუგო. 27 წლის ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა და საკმაოდ მაღალი შეფასება, 6.9 ქულა მიიღო. 22-22 ქულით პირველ-მეორე ადგილებს სწორედ ქართველების გუნდები იყოფენ.

იტალიის სერია B-ში გიორგი კვერნაძე ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში „ფროზინონეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო. ამჯერად ქართველის გუნდმა გასვლაზე „კატანძაროსთან“ ქულა (0:0) მოიპოვა, კვერნაძის თამაში კი 6.9 ქულით შეაფასეს.

კრემონეზში“ ლუკა ლოჩოშვილი, ​ზედიზედ მეოთხე შეხვედრაა, სათადარიგოთა შორისაა. კრემონელები საკუთარ მოედანზე „პიზასთან“ 1:3 დამარცხდნენ და 18 ქულით მეხუთე ადგილზე არიან, ხოლო „ფროზინონე“ (9) ბოლო, მე-20 პოზიციაზეა.