იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 11 თვითა და 19 დღით ადრე, შერკინებაში გინესის რეკორდი დაფიქსირდა.
მსოფლიოს ჩემპიონატის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, ქალაქ ტოიოტაში 2586 ადამიანმა ათწამიანი შერკინება შეასრულა. შერკინების სიგრძე 200 მეტრი იყო.
მსგავსი ფაქტი აქამდე 2016 წელს, უელსის დედაქალაქ კარდიფში დაფიქსირდა. მაშინ შეკრინებაში მონაწილეობა 1758 ადამიანმა მიიღო. შეგახსნებეთ რომ იაპონიაში 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშება 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს