გიგი აბუაშვილი - ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, ხორვატიასთან მთავარი მეორე თამაში იქნება #1TVSPORT
გიგი აბუაშვილმა ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებთან პლეი ოფის პირველი მატჩი შეაფასა. მინიმალური სხვაობით გამარჯვების (1:0) მიუხედავად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ფოთის „კოლხეთის“ შემტევი ნახევარმცველი თვლის, რომ მთავარი მეორე შეხვედრა იქნება.
„გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რასაც გუნდს და მთლიანად საქართველოს ვულოცავ. თუმცა ეს შეხვედრა პირველ ტაიმად უნდა ჩავთვალოთ, ჯერ დამთავრებული არაფერი არაა.
უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრა რიეკაში გველოდება. იქ კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ.
ამ თამაშის მოგება კარგია, მაგრამ 15 ნოემბერი უკვე წარსულია და უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა აბუაშვილმა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის საპასუხო მატჩს ხორვატიის 21-წლამდელთა გუნდთან 19 ნოემბერს ქალაქ რიეკაში გამართავს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.