გიგაშვილისა და კობახიძის გუნდი პრემიერლიგიდან გავარდა #1TVSPORT
გიგაშვილისა და კობახიძის გუნდი პრემიერლიგიდან გავარდა #1TVSPORT

ტამბოვი“, სადაც ორი ქართველი თამაშობს, რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში „როსტოვთან“ გასვლით შეხვედრაში 0:2 დამარცხდა და პრემიერლიგიდან გავარდა.

გუნდში ორი ქართველი ირიცხება და „როსტოვთან“ ორივემ ითამაშა – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი ზურაბ გიგაშვილი მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ვლადიმერ კობახიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს.

სატურნირო ცხრილში „ტამბოვი“ 13 ქულით ბოლო ადგილზეა – გუნდი 29-ე ტურში, 7 მაისს გროზნოში „ახმატს“ ესტუმრება. მაგრამ მოგებაც ვერაფერს შეცვლის, რადგან ტამბოველებმა გადათამაშებაში მონაწილეობის თეორიული შანსიც დაკარგეს.

დაქვეითების საფრთხე ემუქრება კიდევ სამ გუნდს, სადაც ქართველები თამაშობენ – მე-13 ადგილზეა გია გრიგალავას ტულას „არსენალი“ (23 ქულა), შემდეგ პოზიციას ვოლგოგრადის „როტორი“ იკავებს (21 ქულა), ხოლო ბოლოდან მეორე პოზიციაზე, ასევე 21 ქულით, ჯიმი ტაბიძის „უფაა“. სეზონის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი.